- ივნისი 08, 2026
თიბისი დაკავებული თიბისელების მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს
- დეკემბერი 08, 2024
- , პოლიტიკა
თიბისი დაკავებული თანამშრომლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ",_ ნათქვამია განცხადებაში.