შაბათი, ივლისი 18, 2026

ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს – გაფრთხილება ამინდის შესახებ


ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 - 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო).



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია