- ივნისი 08, 2026
ტემპერატურამ შესაძლოა +38 გრადუსს გადააჭარბოს
- ივნისი 22, 2021
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38, მთიან რეგიონებში +31, +36 გრადუსი. 24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს. მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.