შაბათი, ივლისი 18, 2026

თელავში ცოლ-ქმარი მოკლეს


თელავში ცოლ-ქმარი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს.შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საქონლის ფერმაში მოხდა. მკვლელობა სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. წყარო: ინტერპრესნიუსი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია