- ივნისი 08, 2026
თეა წულუკიანი: ბევრი ამბის მოყოლა შემიძლია, ამის დროც დადგება
- სექტემბერი 06, 2024
- , პოლიტიკა
"ჩვენ გვჭირდება ძალიან მყარი და დიდი უმრავლესობა პარლამენტში იმისთვის, რომ დავასრულოთ ფაშიზმის პარპაში, რომელსაც უხარია ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მათივე ხელით," - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „სამწუხაროდ ის, რაც 12 წლის განმავლობაში გარედან მრავალი ხელშეშლის გამო ვერ შევძელით, ჩვენ ახლა შევძლოთ, რომ ჩვენს ქვეყანას მივცეთ რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მე, როგორც ყოფილ იუსტიციის მინისტრს 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ამბის მოყოლა შემიძლია თუ რა იყო ხელშემშლელი, ამის დროც დადგება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სამართლებრივად უნდა აგოს. წყარო: imedinews