- ივნისი 08, 2026
ჭავჭავაძე-კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
- ივნისი 01, 2025
- , პოლიტიკა
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება,_ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. "ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები. კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება",_ აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.