შაბათი, ივლისი 18, 2026

ჭანიეთს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება


ჭანიეთს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება

ღამის 12 საათიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთს შუქი არ მიეწოდება. "ენერგო- პრო ჯორჯიაში" "გურია ნიუსს" უთხრეს, რომ ელექტროგადამცემ მაგისტრალზე მოხდა დიდი დაზიანება. _ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ დაზიანების აღმოფხვრა ჯერ ვერ მოხერხდა და ალბათ 1 საათში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება,_ ამბობენ "ენერგო- პრო ჯორჯიას" ოზურგეთის ფილიალში. ავღნიშნავთ, რომ შუქის გამორთვა ჭანიეთში სრულიად კარგი ამინდის პირობებშიც კი კვირაში არაერთხელ ხდება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია