შაბათი, ივლისი 18, 2026

თბილისში სატვირთო ოთხ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა _ არის მსხვერპლი


თბილისში სატვირთო  ოთხ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა _ არის მსხვერპლი

ცოტა ხნის წინ, ავტოავარია მოხდა თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალთან. როგორც თვითმხილველი გვიყვება, სატვირთო მანქანა გზიდან გადავარდა, რის შემდეგაც ოთხ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია კიდევ ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები და მათი ამოყვანა ავტომობილებიდან ამ დრომდე გრძელდება. შესაბამისად, მათი ზუსტი რაოდენობა და მდგომარეობა, ჯერჯერობით, ცნობილი არაა. "გურია ნიუსი" დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს. ნათია ფაჩულია



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია