შაბათი, ივლისი 18, 2026

თბილისში „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფანები მსვლელობას მართავენ


თბილისში „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფანები მსვლელობას მართავენ

ფილარმონიიდან საფეხბურთო კლუბების - “რეალისა” და “ბარსელონას” ფანების ერთობლივი მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა და მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან. ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “თუ რეალი და ბარსა ერთიანდებიან, საქართველოც გაერთიანდება”. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ითხოვენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, “რომელსაც “ქართული ოცნება” ასე თვალწინ და უტიფრად ართმევს”. წყარო : ipn



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია