- ივნისი 08, 2026
თბილისში ქალთა მარში გაიმართა
- ნოემბერი 24, 2024
- , პოლიტიკა
თბილისში ქალთა მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დატოვეს, რომლებზეც წერია: „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „საქართველო, მონატრებული დედის გარეშე“, „არა იძულებით ემიგრაციას“, „ემიგრაცია არჩევანი არ არის“. ისინი სკანდირებდნენ: „წადი, წადი“. ამ დროისთვის ქალთა მარში დასრულებულია. ქალთა მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი შეუერთდებიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ოპოზიციამ და სხვადასხვა ჯგუფმა დააანონსა.