- ივნისი 08, 2026
თბილისში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია
- ოქტომბერი 08, 2024
- , პოლიტიკა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი ბინა იწვის. ცეცხლი ხუდადოვის ქუჩაზე გაჩნდა. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.