შაბათი, ივლისი 18, 2026

თბილისში აფეთქება მოხდა


თბილისში აფეთქება მოხდა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია