- ივნისი 08, 2026
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი
- იანვარი 19, 2025
- , პოლიტიკა
დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. 19:00 საათზე კი, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. 21:00 საათზე, ცისფერი გალერეის წინ საჯარო დისკუსია “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები” შედგება. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართება ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში. კერძოდ, საპროტესტო აქცია 19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება ქუთაისის მერიასთან. ამავე დროს არის დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“. 15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“. 18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით - „არა რუსულ რეჟიმს!“.