- ივნისი 08, 2026
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე მიწის მასა ჩამოიშალა
- იანვარი 10, 2024
- , პოლიტიკა
ძლიერი წვიმის შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხევის მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა. "ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა",_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.