- ივნისი 08, 2026
თბილისის მერის არჩევნები | IPSOS-გლობალის ეგზიტპოლი
- ოქტომბერი 02, 2021
- , პოლიტიკა
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება. ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ხმათა 40,8 % მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ კი 40,2%. შედეგები 17 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია: ნიკა მელია - 40,8 % კახა კალაძე - 40,2 % გიორგი გახარია - 8,7 % ანა დოლიძე - 3,5 % ანა ბიბილაშვილი - 2,6% ცნობისთვის, ეს მონაცემები 17:00 საათის მონაცემებითაა. წყარო: mtavari.tv