შაბათი, ივლისი 18, 2026

თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა


თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა  ნაწილობრივ შეიზღუდა

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 19 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდა, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩა,_ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი - ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია