შაბათი, ივლისი 18, 2026

ტანკი მდინარეში ჩაიძირა – დაღუპულები არიან სამხედროები (უცხოეთი)


ტანკი მდინარეში ჩაიძირა – დაღუპულები არიან სამხედროები (უცხოეთი)

ინდოეთის სამხედრო ტანკი სამხედრო სასწავლო აქტივობის დროს მდინარის გადაკვეთისას ჩაიძირა. შემთხვევას ინდოეთის 5 სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ AP ავრცელებს. ინდოეთის არმიის სამეთაურო ცენტრის განცხადებით, ტანკის ჩაძირვა მდინარეში წყლის დონის უეცარმა მატებამ გამოიწვია. უბედური შემთხვევა მოხდა სასერ ბრანგსაში, ფაქტობრივი კონტროლის ხაზთან, რომელიც ყოფს ინდოეთსა და ჩინეთს ლადახის რეგიონში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია