შაბათი, ივლისი 18, 2026

 „თალიბანმა “ თვითმკვლელი ტერორისტების ბატალიონი შექმნა


 „თალიბანმა “ თვითმკვლელი ტერორისტების ბატალიონი შექმნა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავისი ჯარის შემადგენლობაში თვითმკვლელი ტერორისტების ბატალიონს შექმნეს, რათა მომავალი არმიის ნაწილი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას khaama ავრცელებს. თალიბანის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის პრეს-სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ბატალიონი სპეციალური ოპერაციების დროს იქნება გამოყენებული და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ავღანეთის ჯარში ქალებსაც აიყვანენ. მანამდე IEA-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მუშაობენ 100 000-კაციანი არმიის მშენებლობაზე, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი. გავრცელებული ინფორმაციით, IEA-მ თვითმკვლელი თავდამსხმელები განალაგდება ავღანეთის ჩრდილოეთ საზღვარზე ტაჯიკეთთან, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. თვითმკვლელი თავდამსხმელები იყო თალიბანის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნიკა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, როგორც ამერიკელების, ისე ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია