- ივნისი 08, 2026
„სუფთა ვარ“ არ არის სწორი პასუხი – „ნარკორეიდები“ დაბრუნდა
- ივლისი 11, 2025
- , პოლიტიკა
მხოლოდ ბოლო ორ დღეში, 9 და 10 ივლისს, პოლიციამ ქუჩაში გააჩერა და ნარკოტესტირება მოსთხოვა საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრებს - სულ ცხრა ადამიანს - ეს მხოლოდ ის ფაქტებია, რომლებიც გასაჯაროვდა. ამ დროისთვის მათ შორის არიან: ოთო ფარულავა („ლელო“) ბექა ბერიძიშვილი („ლელო“) ლევან ჯორბენაძე („ლელო“) გიგა მაქარაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი) ბექა პაპაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“) როკო მწყერაშვილი („გირჩი - მეტი თავისუფლება“) თაკო ხელაძე - („საზმაუს მარშების“ მონაწილე და „მარშის ხმა“) სალომე ბარკერი (სამოქალაქო აქტივისტი) ზუკა ბერძენიშვილი (სამოქალაქო აქტივისტი) რა დგას რეალურად ასეთი ნარკოპოლიტიკის უკან? ნარკოტიკების მოხმარების შემცირება თუ მომხმარებელთა გარიყვა, დაშინება, მათზე კონტროლის მოპოვება და რაც მთავარია, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია? ტელეფონში ჩემი ფოტო ჰქონდა - რას ჰყვებიან ქუჩაში გაჩერებულები „გუშინ მე და ჩემი ორი თანამებრძოლი „ლელოდან“ რეჟიმს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადავყავდით. მოთხოვნაზე კატეგორიული უარი ვთქვით. მოგვცეს 4 საათი, რომ ტესტირება დამოუკიდებლად სამხარაულში ჩაგვეტარებინა, თუმცა არც ეს გავაკეთეთ“, - დაწერა ფეისბუკზე „ლელოს“ წევრმა ოთო ფარულავამ. განაგრძეთ კითხვა