- ივნისი 08, 2026
სტუდენტებისთვის კრედიტების გაანგარიშების წესი შეიცვალა – მინისტრის ბრძანება
- თებერვალი 19, 2025
- , პოლიტიკა
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ალექსანდრე წულაძის ბრძანებით ცვლილება შევიდა. კერძოდ, შეფასების თითოეულ კომპონენტში განსაზღვრული უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს. შესაბამისი სფეროს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრულ შემთხვევებში, დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი შესაძლებელია აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.