შაბათი, ივლისი 18, 2026

სტიქიის ზონაში მეექვსე ცხედარი იპოვეს


სტიქიის ზონაში მეექვსე ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს სამი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეექვსე ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი, ხოლო 3 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები, – წერია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 5 ადამიანი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია