შაბათი, ივლისი 18, 2026

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს


სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს. ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია