შაბათი, ივლისი 18, 2026

სტიქიის შედეგები ლანჩხუთში- ჩოჩხათის სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა


სტიქიის შედეგები ლანჩხუთში- ჩოჩხათის სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა

ლანჩხუთში მომხდარმა სტიქიამ საგანმანათლებლო პროცესს პრობლემა შეუქმნა. ხორეთში ხიდის წაღების გამო, ჩოჩხათის სკოლის მოსწავლეები ერთი კვირით დისტანციურ სწავლებაზე არიან,_ ამის შესახებ "გურია ნიუსთან" საუბრისას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ განაცხადა. "ჩოჩხათის სკოლა ერთი კვირით გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. სწავლა სკოლაში ორშაბათიდან განახლდება",_ გვითხრა ჩიტაძემ. ინფორმაციისთვის, სტიქიამ პრობლემები ხორეთში 8 სექტემბერსაც შექმნა, რის გამოც ჩოჩხათის საჯარო სკოლაში სწავლა 2 კვირით გადაიდო. გარდა ამისა, 8 სექტემბრის სტიქიამ პრობლემები შრომისუბნის საჯარო სკოლასაც შეუქმნა, სადაც პირველი სართული დაიტბორა, გარდა ამისა, უსაფრთხო არც გზებზე გადაადგილება არ იყო, რამაც აღნიშნულ სკოლაში ასევე გამოიწვია სასწავლო პროცესის 2 კვირით გადადება. სწავლა 2 ოქტომბერს განახლდა. ცნობისთვის, 3 ოქტომბერს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სოფელ მამათში, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ადგილას დროებითი კონსტრუქციის მოწყობა მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია