შაბათი, ივლისი 18, 2026

სტიქია სამეგრელოში- 12 ოჯახი გარემოსაა მოწყვეტილი


სტიქია სამეგრელოში- 12 ოჯახი გარემოსაა მოწყვეტილი

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად,საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგვილეს უბანში ( ნაგურუ ) სამანქანე ხიდი მთლიანად დაზიანდა,რის გამოც 12 ოჯახი ჩაიკეტა, დაზიანდა ხიდის ბურჯებიც და დგება ჩანგრევის საშიშროება. დაზიანებულია შიდა საუბნო გზები,დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა. ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის წყოუშისა და ქალაღალის უბანსაც. ჩაანგრია ხიდბოგირები,დაიმეწყრა ტერიტორიები,დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,დაზიანდა შიდა საუბნო გზები. ამავდროულად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში. როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში ნაშალი შლამისაგან იწმინდება ტერიტორიები ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში და მიმდინარეობს დაზიანებული ბოგირების აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში, ასევე, ქალაქ ჯვარში,ნაკას ტერიტორიაზე 1 კმ მანძილზე სანიაღვრე არხის ქვა-ღორღისა და ნაშალი შლამისაგან გაწმენდის სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია