- ივნისი 08, 2026
სროლა ვაზისუბანში-პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა
- ივლისი 10, 2023
- , პოლიტიკა
თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. თუმცა უწყებაში არ ადასტურებენ, რომ სროლა მამა-შვილის მისამართით გახორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სროლა ბაბუა და შვილიშვილის მისამართით მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ამავე თემაზე: თბილისში, სავარაუდოდ, მამა-შვილს ესროლეს