- ივნისი 08, 2026
სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების შესახებ
- თებერვალი 12, 2025
- , პოლიტიკა
სომხეთის პარლამენტმა 12 თებერვალს სესიაზე დაამტკიცა კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“, _ იუწყება news.am. პროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 7 იყო. პროექტის ინიციატორია „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. 2024 წლის 9 იანვარს პროექტი დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ.