- ივნისი 08, 2026
სომხეთი ინდოეთს „სუ-30სმ“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ფლოტის განახლებაში დახმარებას სთხოვს
- სექტემბერი 15, 2024
- , პოლიტიკა
ინდური მედიის ინფორმაციით, სომხეთი ინდოეთს „სუ-30სმ“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ფლოტის განახლებაში დახმარებას სთხოვს. „ჩვენ განვიხილავთ ჩვენი „სუ-30“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების განახლებას Hindustan Aeronautics Limited-ის (HAL) დახმარებით, რადგან მას აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში”, _ აცხადებს სომხეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო დეპარტამენტის უფროსი, ჰოვანეს ვარდანიანი. მისი თქმით, მან თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ ანილ ჩაუჰანთან განიხილა შესაძლო თანამშრომლობის სფეროები.