შაბათი, ივლისი 18, 2026

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ


სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის განცხადებით, მათ სომხეთის იერიშზე საპასუხოდ ოპერაცია "შურისძიება" განახორციელეს, რის შედეგადაც განადგურდა სომხეთის საბრძოლო პოსტი სოფელ ნერქინ ჰანდის რაიონში, საიდანაც, როგორც ამბობენ, რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის ცნობით, საპასუხო დარტყმისას სომხურმა მხარემ დანაკარგები განიცადა. სომხური მხარე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევას ორი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა, მაგრამ ინფორმაციას აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ, უარყოფს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია