შაბათი, ივლისი 18, 2026

სლოვაკეთი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების გადაცემას განიხილავს


სლოვაკეთი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების გადაცემას განიხილავს

სლოვაკეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, განიხილება უკრაინისთვის სლოვაკეთის მფლობელობაში მყოფი ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების გადაცემა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა POLITICO-სთან ისაუბრა. ჰეგერის თქმით, უკრაინის მხრიდან, მისმა მთავრობამ მიიღო MiG-29-ებისა და Zuzana-ს ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების მიღების თხოვნა. 2024 წელს სლოვაკეთი აშშ-სგან ავიაგამანადგურებელი F-16-ების მიღებას ელოდება. ”ეს არის აღჭურვილობა, რომლის დასრულება მაინც გვინდა, რადგან ველოდებით F-16-ებს”, - თქვა მან, მხედველობაში მიიღო აშშ-ს წარმოების თვითმფრინავებზე, რომელთა მიღებაც სლოვაკეთმა 2024 წელს იგეგმება. ცნობისთვის, წინა კვირაში სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაც გადასცა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია