- ივნისი 08, 2026
სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოზარდი მოიტაცეს
- მარტი 26, 2023
- , პოლიტიკა
ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან არასრუწლოვანი გოგონა ორმა პირმა, 35 წლამდე მამაკაცებმა მოიტაცეს. შემთხვევა რუსთავში, ძველ რუსთავში მოხდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცებმა გოგო მოტყუებით წაიყვანეს, ერთ-ერთ სოფელში გადამალეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მოტაცების მიზანი გოგონას ცოლად მოყვანა იყო. ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2 პირი დააკავეს, ხოლო 1 პასუხისგებაში მისცეს. წყარო: ინფორუსთავი