კვირა, ივნისი 28, 2026

“სინოვაკის ვაქცინა 85-100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან“


“სინოვაკის ვაქცინა 85-100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩინური წარმოების ( Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი მინიმუმ 14 დღეა, რაც ნიშნავს, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება. სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა. ვაქცინა ავტორიზებულია 40-ზე მეტი ქვეყნის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი, მექსიკა და სხვა. სინოვაკის ვაქცინა 85 - 100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან.“ - აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია