- ივნისი 08, 2026
“სინოფარმი/სინოვაკი დელტა ვარიანტის მძიმე განვითარებისგან 100%-თ იცავს” – ბიძინა კულუმბეგოვი
- სექტემბერი 03, 2021
- , პოლიტიკა
“სინოფარმი/სინოვაკი დელტა ვარიანტის მძიმე განვითარებისგან 100%-თ იცავს” , _ ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში დაწერა. “საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის! ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს. 10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება. 100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე! 70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე! 59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!” _ დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა.