- ივნისი 08, 2026
შსს-ს თანამშრომლის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- ივლისი 02, 2022
- , პოლიტიკა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. მოქალაქეს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს მიყენებული.