შაბათი, ივლისი 18, 2026

შსს-ს განცხადება: დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა”


შსს-ს განცხადება: დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა”

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. "თბილისში, მიმდინარე წლის 27 მარტს, მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა. აღნიშნული ქმედება იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი",_ ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია