- ივნისი 08, 2026
შსს-ს ცნობით, “იმედის” თანამშრომლის, შაკო ნათენაძის საქმეზე 1 პირი დააკავეს
- მაისი 14, 2025
- , პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელზე, შაკო ნათენაძეზე ძალადობის საქმეზე 1 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ "იმედის" თანამშრომელი, შაკო ნათენაძე, ჯგუფური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.