შაბათი, ივლისი 18, 2026

შსს გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე კიდევ 1 განცხადებას ავრცელებს


შსს გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე კიდევ 1 განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზაობას გამოთქვამს, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმის საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში“,_ აცხადებს უწყება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია