- ივნისი 08, 2026
შეზღუდვები სამტრედია-ლანჩხუთი-ბათუმის გზაზე _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
- თებერვალი 23, 2025
- , პოლიტიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.