შაბათი, ივლისი 18, 2026

შეხვდი ახალ წელს „HOME ALONE“-ის სახლში


შეხვდი ახალ წელს „HOME ALONE“-ის სახლში

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ახლო წარსულში პოპულარული ფილმი „მარტო სახლში“ მდებარე ცნობილი სახლი საახალწლოდ ქირავდება და თუ დაჯავშნაში გაგიმართლებთ, ახალი წლის ღამეს ზღაპრულ სამყაროში გაატარებთ. სახლი, რომელშიც კევინ მაკკალისტერმა შობის ღამე მშობლების გარეშე გაატარა, ახლა იღბლიან ადამიანთა ჯგუფს უმასპინძლებს, რომელიც მოახერხებს და დაჯავშნას სხვებს დაასწრებს. ეს ცნობილი სახლი ილინოისის შტატის პატარა სოფელ უინეტკაში მდებარეობს, ხოლო სტუმრებს კევინის უფროსი ძმა ბაზი, იგივე მსახიობი დევინ რეტრეი, უმასპინძლებს. სტუმრებს სახლში პოტენციური თავდამსხმელების წინააღმდეგ მახეების მოწყობა თავად შეეძლებათ. მათ ასევე 90-იანების არაჯანსაღი საკვები, კევინის მწვანე ხალათი და ბაზის ობობაც კი დახვდებათ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია