- ივნისი 08, 2026
შესაძლოა თუ არა პროტესტის გაძლიერების ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
- ოქტომბერი 29, 2024
- , პოლიტიკა
შესაძლებელია თუ არა პროტესტის გაძლიერების ფონზე, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს? - ამ კითხვას სოციალურ ქსელში პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე პასუხობს. "ზოგი შიშობს - თუ პროტესტი გაძლიერდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. უნდა ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერი და პარლამენტი პრეზიდენტის თანხმობის გარეშე საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებენ",_ წერს მენაბდე და ვიდეოს აქვეყნებს.