შაბათი, ივლისი 18, 2026

შეიცვლება თუ არა მუდმივი მწვანე სტატუსის მინიჭების საკითხი


შეიცვლება თუ არა მუდმივი მწვანე სტატუსის მინიჭების საკითხი

შეიცვლება თუ არა მუდმივი მწვანე სტატუსის მინიჭების საკითხი - განმარტებას "კურიერთან" უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი აკეთებს. გიორგი ღიბრაძის თქმით, კოვიდ გადატანილებისთვის მუდმივი მწვანე სტატუსის საკითხზე ისევ იმსჯელებენ. "ვინაიდან კოვიდ პასპორტი შემოვიღეთ ალტერნატივად, რომ სხვა უფრო მძიმე შეზღუდვები არ ყოფილიყო, ამიტომ საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია ის რეგულაციები, რაც არის მიღებული. მათ შორის კოვიდ გადატანილთათვის ე.წ. ჩამკეტის მოხსნა ამ ეტაპზე. იყო აზრთა სხვდასხვაობა და ეს აზრთა სხვადასხვაობა იყო განხილული. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვადა არ დავუწესოთ კოვიდ გადატანილებს, თუმცა ეს იქნება განხილვის საგანი, როდის და როგორ ამაზე მე ჯერ ვერ ვისაუბრებ,"- აცხადებს ღიბრაძე. წყარო: rustavi2



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია