შაბათი, ივლისი 18, 2026

სეს-მა ხორცის სარეალიზაციო ობიექტები დააჯარიმა, რამდენიმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა


სეს-მა ხორცის სარეალიზაციო ობიექტები დააჯარიმა, რამდენიმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ვადაგასული ხორცის რეალიზაციისა და კრიტიკული შეუსაბამობის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავსა და სიღნაღში რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა. "სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, 14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო. შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კგ.) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი",_ ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია