შაბათი, ივლისი 18, 2026

სერბეთში მძლავრი საპროტესტო გამოსვლებია


სერბეთში მძლავრი საპროტესტო გამოსვლებია

ათიათოსობით ადამიანი იკრიბება სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საპროტესტო აქციებზე ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობის წინააღმდეგ _ რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე მასშტაბურ აქციებს უნივერსიტეტის სტუდენტები უდგანან სათავეში. პროტესტი ბელგრადის სლავიას მოედანზე იყო ერთ-ერთი უდიდესი ბოლო წლების განმავლობაში, ორგანიზებული სტუდენტების გაერთიანების მიერ _ უკმაყოფილება გამოიწვია პირველ ნოემბერს მომხდარმა ტრაგედიიამ, როცა რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა და 15 ადამიანი დაიღუპა. "ჩვენ ყველანი იმ სახურავის ქვეშ ვართ!" _ ეწერა ბელგარდის მთავარ სკვერში გამოფენილ ბანერებზე. ბევრი ამ ტრაგედიას აბრალებს მასობრივ კორუფციას და მშენებლობის დაბალ ხარისხს. რკინიგზის სადგური "ნოვი სად"-ი ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა. ამ საეჭვო მეგაპროექტებში ჩართული იყო ჩინური სახელმწიფო კომპანიები. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ვუჩიჩი და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია