- ივნისი 08, 2026
სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
- ივნისი 30, 2024
- , პოლიტიკა
სენაკში, შეროზიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ოჯახმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლო. ხანძრის შედეგად დამწვარია საოჯახო ნივთებიც და ავეჯიც. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი , ამ დრომდე, უცნობია. დაზარალებულ ოჯახს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს. [simple-author-box]