- ივნისი 08, 2026
სენაკში კაცი დაჭრეს
- ივნისი 03, 2025
- , პოლიტიკა
"გურია ნიუსის" წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, სენაკში კაცი დაჭრეს. ჩვენი წყაროს თქმით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა, სავარაუდოდ,ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ ცხელ კვალზე 1 პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.