შაბათი, ივლისი 18, 2026

„სენაკმა დაკარგა ღირსეული და საამაყო მოქალაქე“ – ვახტანგ გადელია სამძიმრის წერილს აქვეყნებს


„სენაკმა დაკარგა ღირსეული და საამაყო მოქალაქე“ – ვახტანგ გადელია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ექიმ-კარდიოლოგის , თემურ ფოჩხუას გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს. „მინდა დიდი გულისტივილი გამოვთქვა სენაკის საპატიო მოქალაქის, კვალიფიციური ექიმ-კარდიოლოგის, თითოეული სენაკელისთვის მზრუნველი და დაუღალავი ექიმის, თემურ ფოჩხუას გარდაცვალების გამო. მისი სახით სენაკმა დაკარგა ღირსეული და საამაყო მოქალაქე, კიდევ ერთი გამორჩეული შვილი. ამ დიდ დანაკლისს ვუსამძიმრებ სენაკს, ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს“,- წერს ვახტანგ გადელია. ცნობისთვის, ექიმის გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია