შაბათი, ივლისი 18, 2026

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გასტანს. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. თეკლათი-ჭალადიდის მცხოვრებლებმა არჩევანი ორ კანდიტას შორის უნდა გააკეთოს - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატ ზაზა ყურაშვილსა და პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“ მამუკა ტუსკაძეს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან. სამივე უბანზე სულ 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს,პირადი განცხადების საფუძელზე შეუწყდა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია