შაბათი, ივლისი 18, 2026

სენაკის ერთ-ერთ სკოლაში ფანჯარა ჩამოვარდა – დაშავდნენ პედაგოგები


სენაკის ერთ-ერთ სკოლაში ფანჯარა ჩამოვარდა – დაშავდნენ პედაგოგები

სენაკის ერთ-ერთ სკოლაში ფანჯარა ჩამოვარდა და ორ პედაგოგს დაეცა. როგორც ირკვევა, ინციდენტი დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. "პედაგოგები ფანჯრის დაკეტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ფანჯარა ჩამოვარდა და მათ დაეცა", _ გვეუბნება წყარო. ფაქტს ადასტურებენ რესურსცენტრშიც. დაშავებულები კლინიკა "არქიმედეში" გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში "გურია ნიუსს" განუცხადეს, პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა ამდროისთვის სტაბილურია. ისინი კლინიკაში დაკვირვების ქვეშ რჩებიან. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია