- ივნისი 08, 2026
„სახეს ნუ დაკარგავთ“, „სახე თქვენ დაკარგეთ“: როგორ „ამკობენ“ ერთმანეთს ოზურგეთის საკრებულოს წევრები
- მაისი 29, 2024
- , პოლიტიკა
ოზურგეთის საკრებულოს სხომაზე ხანგრძილ ჩხუბს, როგორც არასდროს, ისე მრავალი პერსონაჟი ჰყავდა, საკრებულოს წევრების სახით. _ ნერვიულობით არ მიძინია.. 84 კაცის ჭკუაზე როგორ არონიებთ ქვეყანას...ა რ წამიღია მანდარინი რუსეთში. მე უკრაინაში დამქონდა. რუსეთში თქვენ დადიხართ, _ თავისი პოზიციიდან ასე ჩაერთი ჩხუბში საკრებულოს ნაციონალი წევრი გოჩა შარაშენიძე. _ სახეს ნუ დაკარგავთ, რა გაყვირებთ? ხმას დაუწიე.. .84 კაცის კი არა, მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, _უთხრა მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ. _ სახე თქვენ გაქვთ დაკარგული. რას ქვია ,ხმას დავუწიო? ეს ოზურგეთ ხომ გაალამაზეთ ევროკავშირის ფულით -ხმას კიდევ უფრო აუწია შარაშენიძემ. ამ ჩხუბის ფონზე, საკრებულოს „ქართული ოცნების წევრებმა“ დარბაზი დატოვეს.