შაბათი, ივლისი 18, 2026

სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდებიან


სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდებიან

30 აპრილის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან აქციის მონაწილეებს. როგორც სახალხო დამცველის ოფისში ამბობენ, ამ დროისთვის თბილისში დიღმისა და ავჭალის, ასევე, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს 22 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი და ასევე, კლინიკაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე. რწმუნებულები ამ დროისთვისაც განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას, მათ შორის მუნიციპალიტეტებში. ამ დრომდე ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითა არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგებისშესახებ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია