შაბათი, ივლისი 18, 2026

სათხილამურო კურორტზე სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)


სათხილამურო კურორტზე სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტის სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 32 კი დაშავდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას cnn თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში, თურქეთის დროით დაახლოებით 03:27 საათზე დაფიქსირდა. კურორტი პოპულარული ადგილია დამსვენებლებისთვის ზამთარში, განსაკუთრებით სასკოლო არდადეგების დროს, რომელიც გრძელდება იანვრიდან თებერვლის პირველ კვირამდე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია